LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს კეტავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსული თვითმფრინავებისთვის ცას კეტავს. ამის შესახებ მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“დღეს საღამოს ვაცხადებ, რომ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებით ყველა რუსული რეისისთვის ცის დაკეტვასთან დაკავშირებით, რითაც რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იქნება და მის ეკონომიკაზე დამატებითი ზეწოლა განხორციელდება”, – განაცხადა ბაიდენმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნებმა და კანადამ რუსეთის ხომალდებს საჰაერო სივრცე უკრაინაში შეჭრის გამო დაუკეტეს.