„მისს უკრაინა“, ანასტასია ლენნა მსოფლიომ არა თავისი ტიტულის, არამედ ომის დროს გამოჩენილი სიმამაცის გამო გაიცნო. ის იმ მოხალისეებს შეუერთდა, ვინც ხელში იარაღი აიღო და ოკუპანტისგან ქვეყნის დასაცავად გაეშურა.
ანასტასია ლენნა უკრაინაში ძალიან ცნობილი პერსონაა. ის არაერთი კონკურსის გამარჯვებულია, ასევე დაკავებულია სამსახიობო და სამოდელო კარიერით და ცნობილი ინფლუენსერია. გარდა ამისა, ლენა ცნობილი მარკეტინგული კომპანიის ვიცე-პრეზიდენტია. ანასტასია უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა, დაამთავრა სლავონიკის სახელობის უნივერსიტეტი. მსახიობი და მოდელი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, თუმცა მისი ყველა ბოლო პოსტი ახლა ომზეა.
ანასტასია ლენნა ახლა 31 წლისაა. ცნობილია, რომ მის გადაწყვეტილებას, დაეცვა ქვეყანა, გაგებით შეხვდა ოჯახიც, მას ჰყავს ბიზნესმენი მამა და დიასახლისი დედა.





