LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სქუად მოტორსი“ ავტომფლობელებს BARDAHL-ის პრემიუმ კლასის პროდუქციას სთავაზობს

ახალი კომპანია ქართულ ბაზარზე – „სქუად მოტორსი“ ავტომფლობელებს BARDAHL-ის პრემიუმ კლასის პროდუქციას სთავაზობს. როგორც „ფორტუნას“ კომპანიაში განუმარტეს, „სქუად მოტორსი“ 1 წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს.

„ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ BARDAHL-ის პრემიუმ კლასის პროდუქციას, ძრავის ზეთებს, გადაცემათა კოლოფის ზეთებს, დანამატებს, ანტიფრიზებსა და საპოხ მასალებს. ჩვენი პროდუქციის იმპორტი ხდება ბელგიიდან.

აღსანიშნავია, რომ ვართ BARDAHL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გამოვირჩევით პრემიუმ ხარისხის პროდუქციით ასევე სწრაფი, ხარისხიანი და კომფორტული მომსახურებით“, – აცხადებენ „სქუად მოტორსში“.

მათივე ცნობით, კომპანია ამჟამად 1 ფილიალს ფლობს თბილისში, ორხევში, ვაჟა ბანეთიშვილის ქუჩაზე. „სქუად მოტორსის“ სამომავლო გეგმებში მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოება შედის.