LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლიჩკო: მტერი სულ უფრო უახლოვდება დედაქალაქს, ჩვენ ვემზადებით, კიევს დავიცავთ

კიევის მერი აცხადებს, რომ უკრაინის დედაქალაქთან მტერი სულ უფრო აახლოებს საკუთარ ძალებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს მოუწოდა, სიმშვიდე შეინარჩუნონ და მოთმინება არ დაკარგონ:

“მეგობრებო! ძვირფასო კიეველებო, მტერი სულ უფრო აახლოებს ძალებს ჩვენს დედაქალაქთან. ღამით მათ დაბომბეს ეკლესია, ბრძოლა გაგრძელდა ბუჩასა და გოსტომელში. ჩვენ ვემზადებით და კიევს დავიცავთ”, – განაცხადა კლიჩკომ.

დედაქალაქის მერმა ასევე მოუწოდა მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუჯერონ დეზინფორმაციას:

“მტერი უამრავ ტყუილს ავრცელებს, იმისთვის, რომ უკრაინელები გატეხოს. ენდეთ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას. ჩვენ ვიბრძოლებთ”, – აღნიშნა კლიჩკომ.

ხარკოვსა და ახტირკაში რუსეთმა კასეტური ბომბები გამოიყენა, სადაც საბავშვო ბაღები, სკოლები და საავადმყოფოები დაბომბა − მედია

პუტინი ბავშვებთან ომშია, საბავშვო ბაღებსა და ბავშვთა თავშესაფრებს ბომბავს – დმიტრო კულება

კიევის დაბომბვისას ჰოლოკოსტის მემორიალი დაზიანდა

რა ვითარებაა უკრაინაში – მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: