გიორგი კეკელიძე რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და ფიქრობს, რომ 21-ე საუკუნის ერად უკრაინელები უნდა დასახელდნენ:
„თუ ვინმეს დავასახელებდი, ჩემი ნება რომ იყოს, ოცდამეერთე საუკუნის ერად – ეს უკრაინაა. არ მგონია, საუკუნის დარჩენილ, უმეტეს ნაწილში, ვინმე ასე მკაფიოდ გაავლოს საზღვრები, ასე მძლავრად შეცვალოს წარმოდგენები ბოროტებასა და სიკეთეს შორის.
p.s. 2008 წლის ჩვენი გმირები არავის ავიწყდება. უბრალოდ, მსოფლიოს გამოღვიძებამ და შანსმა, რომ ბოროტება დამარცხდეს, მათქმევინა ეს სიტყვები“.
