ნანი ბრეგვაძის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება მიმართვა უკრაინელებისადმი რუსულ ენაზე, სადაც ლეგენდარული მომღერალი წერს:
„ჩემო ძვირფასო და საყვარელო უკრაინელებო!
თქვენ გმირობის მაგალითი ხართ მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენ ყველას გვაჩვენეთ, როგორ უნდა გიყვარდეს საკუთარი სამშობლო და დაიცვა ის აგრესორისგან. ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ეს არის პუტინის რუსეთი. თქვენ დღეს იბრძვით ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, ქართველები ვლოცულობთ თქვენთვის და ჩვენ თქვენთან ერთად ვართ. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!..“
„მე ვარ მანანა კოზაკოვა, მაშასადამე, ქართველი!.. ვარ უკრაინელ ხალხთან ერთად!..“
