LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო შენობის წინ მონიტორები და ტექნიკაა დამონტაჟებული, საიდანაც რამდენიმე წუთში მოქალაქეებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირდაპირ ეთერში მიმართავს.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ საქართველოს და უკრაინის დროშები. ისმის მხარდამჭერი შეძახილი – „დიდება უკრაინას!“.

ამასთან, შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნი.