ქართველ მოხალისეთა ერთი ჯგუფი უკრაინაში ჩავიდა. დაახლოებით 50-მდე ადამიანმა უკრაინაში ჩასვლა სარფის საბაჟო პუნქტის გადაკვეთით მოახერხა.
მოხალისეთა ჯგუფი უკრაინაში დაჭრილების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად 28 თებერვალს გაემგზავრა.
“Перемоги і слава Україні! ჩვენ შემოვიტანეთ საქართველოს დროშა ამ მიწაზე, ჩემი სიტყვა და პირობა შესრულებულია!”, – წერს ჯგუფის ორგანიზატორი სოციალურ ქსელში.
