საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაპოსტა, რომ ის უკრაინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქეების სურვილს განასახიერებს.
“მე განვასახიერებ საქართვლოს მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილს, რომელიც გამოსულია ქუჩებში უკრაინის მხარდასაჭერად”, – წერს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა რადიო RFI-სთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელში 28 თებერვალს არის ჩაწერილი. ინტერვიუ ზურაბიშვილმა დღეს, 4 მარტს გამოაქვეყნა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ “2008 წლის ომმა ვერ მოახერხა, საქართველოსთვის უარი ეთქმევინებინა მის პერსპექტივებზე, ევროპულ და ევროატლანტიკულ ინტეგრაციაზე”.
