LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Microsoft-ი რუსეთში გაყიდვებსა და მომსახურებას აჩერებს

CNN-ის ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელების გამო, კომპანია Microsoft-მა რუსეთში საქონლისა და მომსახურების გაყიდვას აჩერებს.

როგორც Microsoft-ის პრეზიდენტმა განაცხადა, კომპანია ასევე, რუსეთში ბიზნესის ბევრ სხვადასხვა ასპექტსაც აჩერებს.

ამასთან, როგორც CNN-ი იუწყება, კომპანია აგრძელებს კიბერუსაფრთხოების მხარდაჭერას უკრაინაში. მათ ბოლო დროს, კიბერ თავდასხმისგან უკრაინის მთავარი მაუწყებელი დაიცვეს.