LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ გამოუშვებთ თქვენს კაცებს, დამალეთ სადმე… ჩვენი მინდვრები და გზები სავსეა თქვენი ჯარისკაცების გვამებით – უსიკის მეუღლე რუსებს თავშესაფრიდან მიმართავს

უკრაინელი მოკრივის ალექსანდრ უსიკის მეუღლე ეკატერინა უსიკა რუსებს თავშესაფრიდან  მიმართავს.

„მე მივმართავ მთელ რუსეთს, ყირიმთან კომუნიკაციას უკვე აზრი აღარ აქვს.

გოგონებო, დედებო, ქალბატონებო, ბებიებო, გთხოვთ ნუ გამოუშვებთ თქვენს მამაკაცებს. დამალეთ სადმე.

რადგან აქ ისინი მხოლოდ „ქვემეხების საკვებები“ არიან, უბრალოდ ხორცი.

ჩვენი მინდვრები და გზები თქვენი ჯარისკაცების გვამებით გვაქვს სავსე. გადაარჩინეთ თქვენი ბავშვები, კიდევ ერთხელ გთხოვთ“, ამბობს ეკატერინა.

 

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში