LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებისთვის რამდენიმე ქვეყანაში სპეც რეისები დანიშნოს

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

გიორგი ვაშაძე უკრაინიდან ხელისუფლებას მოუწოდებს რამდენიმე ქვეყანაში მოხდეს სპეციალური რეისების ჩანიშვნა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ შესაძლებლობა სამგზავრო ბილეთების შეძენის.

“მივმართავ საქართველოს მთავრობას და საგარეო საქმეთა სამინისტროს, იზრუნეთ სპეც რეისების დანიშვნაზე რუმინეთიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან, რადგან ბევრი ქართველი მოქალაქეა, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა შეიძინონ სამშობლოში დასაბრუნებლად ბილეთები. თვითმფრინავის ბილეთამდე ყველაფერი დაფინანსებულია ევროპული მხარის მხრიდან, ეს იქნება კვება თუ საცხოვრებელი. საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა დაეხმაროს თავის მოქალაქეებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დააორგანიზეთ აღნიშნული საკითხი და დააბრუნეთ საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ქვეყანაში” – გიორგი ვაშაძე