LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პუტინი: რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვები მეზობლების მიმართ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ დროშის აღმართვის ცერემონიაზე მეზობელ სახელმწიფოებზე ისაუბრა.

„ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ, ამაზე ყოველთვის ვსაუბრობდით“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედება წარმოიქმნება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ.

„ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობაზე, ურთიერთობების ნორმალურ განვითარებაზე“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში