LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტოლტენბერგი: ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ

“ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ, კონფლიქტისკენ,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა  ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა განაცხადა.

“არ განვიხილავთ ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტს გამოიწვევს“ – აშშ უკრაინის არასაფრენ ზონად გამოცხადებას არ აპირებს

„ნატო-ს მოკავშირეებმა უპრეცედენტო სანქციები დააწესეს. ჩვენ ვახორციელებთ უკრაინის მხარდაჭერას, ამავდროულად, ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი, ნატო თავდაცვითი ალიანსია. ჩვენ არ ვეძებთ ომს რუსეთთან. ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ იყოს გაუგებრობა, ჩვენს ვალდებულებასთან დაკავშირებით დავიცვათ ყველა მოკავშირე, ამიტომ ჩვენ გავზარდეთ ნატო-ს ძალები ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილში. ეს თავდაცვითი წარმომადგენლობაა. მივესალმები აშშ-სგან მტკიცე ერთგულებას მეტი ჯარით. ასევე მივესალმები ევროკავშირისა და კანადის გააქტიურებას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში მეტი კონტინგენტით ხმელეთზე, ზღვასა და ცაში“,- განაცხადა სტოლტენბერგმა.