LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო რაჩკოვსკი: „დავუშვათ, რუსეთისგან „დევნილი” 15.000-20.000 ლტოლვილი შევიფარეთ… ნელი მოქმედების ბომბს ვერ ხედავთ?“..

„რა? სად? როდის?“ მოაზროვნე, „პირველი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი, სანდრო რაჩკოვსკი რუსეთ-უკრაინის ომსა და რუსების საქართველოში მასობრივად წამოსვლას ეხმიანება და წერს:

„ზედმეტად გულმოწყალე და მოკლე მეხსიერების ხალხისთვის:

რუსეთის მხრიდან დონბასისა და ლუგანსკის აღიარების ოფიციალური მიზეზი რა არის, ხომ გახსოვთ? – „ამ ტერიტორიაზე მეტად კონცენტრირებული არიან რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც თავიანთი კულტურა და ცხოვრების წესი აქვთ. რუსეთი იცავს მათ ინტერესებს და თვლის რომ არ უნდა იყვნენ იმ მარწუხებში, რომელშიც უკრაინის უზურპატორი მთავრობა აყენებს მათ”.

დავუშვათ, რუსეთისგან „დევნილი” 15.000-20.000 ლტოლვილი შევიფარეთ და პირობითად ვთქვათ, დასახლდნენ ფოთში. (მომიწევს კიდევ დაწერა და ბარემ ოთხ ასოიანი ქალაქი იყოს).

ნელი მოქმედების ბომბს ვერ ხედავთ?

6-7 წელში (თუ მანამდე არ ჩამოიშალა ეს გეოპოლიტიკური ერთეული), აუდიტივით რომ მოგვდგება და აბა, ბიჭებო, რა დღეში გყავთ ჩვენი მოსახლეობა ფოთშიო, რას შვრებით მერე? მერე მიდი და უხსენი, რომ ესენი შენგან გამოქცეულები არ იყვნენო.

ასე იყო აფხაზეთი-სამაჩაბლოზე, ჩეჩნეთში, ასეა დონბასში და ლუგანსკში.

ეს ხომ გავიარეთ. არ შეიძლება ასეთი გულუბრყვილობა. ეს არის რუსეთის ყველაზე ნაცადი და უტყუარი ხერხი.

ამ ნაცად მეთოდს რომ დავანებოთ თავი, ყველაზე დიდი ზიანი, ვინც შეიძლება რუსეთს მიაყენოს და ცვლილებების ნაპერწკალი გააჩინოს, ისევ რუსები არიან. თუ საკუთარ ცხოვრებაზე, სითბოზე, ჯიბეზე და კუჭზე არ იგრძნობენ არასოდეს შეიცვლება არაფერი. ჩვენ თუ სასათბურე პირობები შევუქმენით, აქ ხომ ჩვენივე საქციელით ვაფერხებთ რეალური ცვლილების ინდიკატორს.  ნებისმიერი სანქციის აზრი ხომ ეგ არის რეალურად. სახელმწიფო დასუსტდეს, რადიკალურად იგრძნოს მოსახლეობამ და თვითონვე მოახდინოს ცვლილება“.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში