უკრაინის პრეზიდენტი რუსეთისთვის ცის დახურვასთან ერთად, რუსული ნავთობის ემბარგოს დაწესებასა და რუსეთისთვის ვიზა და მასტერქარდების გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზელენსკიმ ეს მოთხოვნა ამერიკელ სენატორებთან საუბრისას დააყენა. შეხვედრა ონლაინ ფორმატში, სავარაუდოდ, უკვე დასრულებულია.
როგორც CNN იუწყება, არაერთი სენატორი, უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, „სლავა უკრაინის“ სკანდირებდა, რამაც ზელენსკის აშკარა აღფრთოვანება გამოიწვია.
