LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის საგარეო: საზღვარგარეთ რუსოფობიის უპრეცედენტო დონე ფიქსირდება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყება დიდ ყურადღებას აქცევს რუსოფობიის უპრეცედენტო დონეს, რომელიც, მათი თქმით, უკრაინის სპეც-სამხედრო ოპერაციის ფონზე რიგ ქვეყნებში დამკვიდრდა.

უწყების განცხადებით, რუსი სტუდენტების, სპორტსმენების, კულტურული და სახელოვნებო ლიდერების დისკრიმინაციის კამპანია უკვე ღიად აგრესიულია.

მათივე მტკიცებით, ყველა ინციდენტი დაფიქსირებულია და გადაეცემა კომპეტენტურ ორგანოებს, უფლებრივი შეფასებისთვის.