LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია ბელარუსის გარდა, ყველა საერთაშორისო ფრენას აჩერებს

რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია „აეროფლოტი“, 8 მარტიდან, ბელარუსიის გარდა საზღვარგარეთ ყველა ფრენას შეაჩერებს – ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო  “ტასი” ავრცელებს.

საერთაშორისო ფრენებს, ასევე გააუქმებენ „როსია“ და „ავრორა“ ავიახაზებიც.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, არაერთმა ქვეყანამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დაკეტა.

რას ამბობს პუტინი – ომის მეათე დღე