„სამწუხაროდ კიდევ ერთი ქართველი შეეწირა უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიას“, – ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ავრცელებს.
როგორც ვაშაძე წერს, 37 წლის ასლან ბოლქვაძე გუშინ უკრაინაში დაკრძალეს.
„ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ცივილიზებულ სამყაროს, რომ აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს დანაშაულებრივი ომი უკრაინაში“, – წერს გიორგი ვაშაძე.
