LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ: ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებს ისეთ ზარალს აყენებენ, რაც ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ. მისი განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის მახლობლად კონტრშეტევას ახორციელებს, ასევე პოზიციებს ინარჩუნებს მიკოლაივში, კიევში, ჩერნიგოვში, სუმსა და დონბასში.

„რუსეთის არმიამ ვერ მიაღწია დაგეგმილ საზღვრებს. მაგრამ მიაღწია თითქმის 10 000 მოკლულ რუს ჯარისკაცს. 10 000 – ეს საშინელებაა. ბიჭები 18, 20 წლის. ძალიან ახალგაზრდა, თითქმის ბავშვები. ჯარისკაცები, რომლებმაც ვერც კი ახსნეს, რატომ აპირებენ ბრძოლას. რისთვის და რატომ არიან ისინი უცხო მიწაზე. 10 000. რუსეთს ამ ხალხისთვის სიკვდილის გარდა სხვა რამის შეთავაზება შეეძლო“, – თქვა ზელენსკიმ.

10 ათასზე მეტი რუსი სამხედრო, 269 ტანკი, 39 თვითმფრინავი, 945 ჯავშანტექნიკა – როგორია რუსების სამხედრო დანაკარგი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ყველას, ვისაც შეუძლია ქალაქების დაცვა, დარჩნენ და დაიცვან თავისი ტერიტორიები.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ, ვუთხრათ ჩვენს ხალხს, დაბრუნდით, დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა მეგობარი ქვეყნიდან; დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.