Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ჰრისტო გროზევი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო რესურსი თითქმის ამოწურულია და უახლოეს დღეებში მათთვის ლოჯისტიკური კოშმარი დაიწყება.
როგორც გროზევი განმარტავს, რუსეთის ჯარი გასაძლიერებლად ახალ რესურსს გამოიძახებს, თუმცა რთული იქნება მისი ადგილზე მიწოდება. გამომძიებელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ არსებული შეიარაღებითა და ცოცხალი ძალით რუსეთის ჯარი მხოლოდ 6 მარტამდე გაძლებს, რის შემდეგაც, ჟურნალისტის ვარაუდით, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მარცხი ელოდება.
„მსურს დავაზუსტო, რომ 6 მარტს ომი არ დასრულდება. მე ვგულისხმობ იმ სამხედრო რესურსს, რომელიც რუსეთის ჯარს უკრაინის ტერიტორიაზე აქვს. მათ კვლავ შეუძლიათ მეტი რესურსის (იარაღი, საწვავი და სხვა ინვენტარი) მობილიზება, თუმცა ეს ლოჯისტიკური კოშმარი იქნება“, – აცხადებს ჰრისტო გროზევი.
