საქმიანობის და ენერგიის მმართველი პლანეტის – მარსის 15 აპრილამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა თავისუფლებისა და თანასწორობისკენ სწრაფვას, არასტანდარტულად მოქმედების, იმპოვიზაციისა და ორიგინალურად აზროვნების უნარს გააძლიერებს.
ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას მეორეხარისხოვან საქმეებზე.
არ აჰყვეთ ილუზიებს, რათა არავინ მოგატყუოთ და არ შეგიყვანოთ შეცდომაში.
აკონტროლეთ ემოციები, რათა არ აღმოჩნდეთ ინტრიგებსა და პროვოკაციებში ჩაბმული.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მუსიკალური აპარატურის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება,
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, გრძნობის ორგანოებს და სისხლძარღვოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, ქალწულს და მორიელს.
