LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 3 500-ს გადააჭარბა

რუსეთში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა აქციებზე დაკავებულთა რაოდენობამ 3 500-ს გადააჭარბა.

ინფორმაციას BBC ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, მოსკოვში გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა დაახლოებით 2500-მა ადამიანმა მიიღო, 1 700 მათგანი დააკავეს. სანქტ-პეტერბურგში აქციაზე 1 500 ადამიანი გავიდა, 750 მათგან დაკავებულია. კიდევ 1 061 ადამიანი ქვეყნის სხვა რეგიონებში დააკავეს.

რუსეთში უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა აქციებზე სულ 10 946 ადამიანია დაკავებული.