LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი გავრილოვი: თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი

რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა შესაძლებელია.

გავრილოვი განმარტავს, რა შემთხვევაში მოხდება ორ ქვეყანას შორის ფრენების აღდგენა. ერთ-ერთ პირობად კი, დასავლეთის სანქციების არშეერთებას ასახელებს.

“თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთიდან ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი,”-განაცხადა სერგეი გავრილოვმა.