LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიის ინფორმაციით, რუსეთის 21 ქალაქში ომის წინააღმდეგ აქციებზე 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთის 21 ქალაქში ომის წინააღმდეგ აქციებზე 600-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის წყაროებზე დაყრდნობით, მხოლოდ ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

როგორც ცნობილია, რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ დემონსტრანტებს აქციების გამართვა რუსეთის ქალაქების მთავარ მოედნებზე, 15:00 საათზე მოუწოდა.

OVD-Info ამბობს, რომ რუსეთში სულ მცირე 8 000 მომიტინგე დააკავეს მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.