უკრაინული მედია ქვეყნის გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიის 11 000-მდე ჯარისკაცია მოკლული.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში აღნიშნულა, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაკარგეს 285 ტანკი, 985 ჯავშან ტრასპორტიორი, 109 საარტილერიო სისტემა, 50 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, 21 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 44 თვითმფრინავი, 48 ვერტმფრენი, 447 საავტომობილო ტექნიკა, 2 მსუბუქი კატარღა, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის 4 უპილოტო საფრენი აპარატი.
