LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 6 მარტს დილის 8 საათზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი 6 მარტს დილის 8 საათზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებს:

„ხერსონი: შედარებით მშვიდი. მობილური კომუნიკაციები გამორთულია.

ჟიტომირი: ღამით ორჯერ მოხდა საჰაერო თავდასხმა. კოროსტენში საჰაერო დარტყმის შედეგად 10 კერძო საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა (1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა. დაშავებულებს შორის 1 ბავშვი).

ოვრუჩი: დაინგრა 15 კერძო სახლი. დაღუპულები და დაჭრილები არ არიან.

ხმელნიცკი: თავდასხმები სტაროკონსტანტინოვის აეროდრომზე (2 დაჭრილი)

ჩერნიგოვი: ღამით მუდმივი საჰაერო თავდასხმები. ბრძოლებია მისადგომებთან. ბრძოლა კიევის მიმართულებით.

პოლტავა: ღამის საჰაერო თავდასხმები ლუბნაზე და მირგოროდზე. დილით – პოლტავაზე.

ლუგანსკი: ღამემ მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩაიარა. გუშინ ნაშუადღევს ძლიერი დაბომბვა მოხდა – სევეროდონეცკის მიმდებარე დასახლებები მოწყვეტილია ქალაქს. სოფლები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე არიან.

დონეცკი: მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. ვოლნოვახაც. გუშინ ვოლნოვახადან 400-მდე ადამიანის გაყვანა მოხერხდა. ევაკუაციის მცდელობები დღესაც გაგრძელდება.

ნიკოლაევი. საღამოს “ტორნადოებით” დაიბომბა. არიან გარდაცვლილები. მთლიანობაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დნეპრი: იყო ერთი საჰაერო თავდასხმა ღამით

ხარკოვი: ღამე რეგიონულ ცენტრში ისევ აფეთქებები იყო. მათ შორის ხარკოვის ცენტრში.

კიევი: ბრძოლა ირპენში, გოსტომელში, მაკაროვში. რუსები მოძრაობენ ბუჩას გასწვრივ.

ყველაზე ცხელ წერტილად რჩება ჟიტომირის გზატკეცილის ტერიტორია. დანარჩენ რაიონებში ვითარება მშვიდად შეფასდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.