LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნები შესაძლოა დღეს გაიხსნას

ჰუმანიტარული დერეფნები ვოლნოვახიდან და მარიუპოლიდან კვირას დილით გაიხსნება. ამის შესახებ ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახალხო მილიციის წარმომადგენელმა ედუარდ ბასურინმა Россия 24″-ის ეთერში განაცხადა.

„დილით ისევ გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკრაინელი მეთაურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დასახლებების დაცვის პროცესზე, მის ქვეშევრდომებს მისცემენ ბრძანებას განბლოკონ გასასვლელი, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ შეძლოს დატოვონ ტერიტორია“, – განაცხადა ბასურინმა.