აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს აშშ-ის მოქალაქეებს დატოვონ დაუყოვნებლივ რუსეთის ფედერაცია. მსგავსი მოწოდება თვისი მოქალაქეებისადმი გაავრცელა კანადამ.
საელჩოს განცხადებით, რუსეთში მოსალოდნელია აშშ-ის მოქალაქეების მიმართ დევნა უშიშროების სამსახურების მხრიდან, შეზღუდულია საელჩოს შესაძლებლობები, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს, არსებობს პრობლემები, რომლებიც უკავშირდება კოვიდ-19-ის გამო შეზღუდვებს, ზოგიერთ არეალში არის ტერორიზმის საფრთხე, შეზღუდულია ფრენა და მოსალოდნელია ადგილობრივი კანონების თვითნებური გამოყენება.
ამ მიზეზების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთი და ამცნობს მათ, რომ არის ჯერ კიდევ ავიარეისების შეზღუდული რაოდენობა რუსეთიდან გასამგზავრებლად.
