LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკი კოშკელიშვილი: რა საძაგლობაა იმის შეგრძნება, რომ უძლური ხარ, ბოლო დღეები უკრაინის გარდა არაფერზე მიფიქრია, ჩვენ რა გვეშველება? თქვენც გეკითხებით

ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.

ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამზე წერს, რომ უკრაინის გარდა არაფერზე ფიქრობს და ლაპარაკობს.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ სჯერა, სინათლე სიბნელეს და კეთილი ბოროტს დასძლევს:

“რა საძაგლობაა იმის შეგრძნება, რომ უძლური ხარ. აი, ვერაფერს შვრები და ვერაფერს შეცვლი. დედას ვფიცავარ, ბოლო დღეები უკრაინის გარდა არაფერზე მიფიქრია და ვლაპარაკობ.

გაძლება მინდა მისცეს ღმერთმა უკრაინელ გმირებს და სიმტკიცე – დასავლეთს. ყველას, ვისაც ველაპარაკები, ვეკითხები, რას ფიქრობთ, რა მოხდება? ჩვენ რა გვეშველება? თქვენც გეკითხებით.

პასუხის მიუხედავად, მე მჯერა, რომ სინათლე ყოველთვის დაძლევს სიბნელეს და კეთილი ბოროტს. დიდება გმირებს”, – წერს ტელეწამყვანი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: