კიევის მეტროში უკრაინული ფილმების ჩვენება გაიმართება. ამის შესახებ The Kyiv Independent კიევის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს.
მეტროსადგურებს მშვიდობიანი მოქალაქეები, ბომბის თავშესაფრებად იყენებენ.
„დედაქალაქის მეტროპოლიტენის 14 სადგურზე სხვადასხვა ჟანრის უკრაინული ფილმების ჩვენება გაიმართება. ჩვენების დეტალური განრიგი ჯერ უცნობია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

