LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე წაქაძე: “საქართველოს საელჩო უკრაინაში, მართლა ტაშის ღირსები ხართ, წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში გადავლახეთ საზღვარი მშვიდობით…”

სოციალურ ქსელში სალომე წაქაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც აღნიშნავს, რომ უკრაინაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, მშვიდობიანად მოახერხეს უკრაინის საზღვრის დატოვება.

“ამ დღეებში, როდესაც ყველა ქვეყნის მოქალაქეს უჭირს უკრაინის საზღვრის დატოვება და დღეები უწევს რიგში დგომა,საქართველოს საელჩომ და საკონსულომ უკრაინაში, რეისი ლვოვი-ვარშავა დააორგანიზა.

დღეს პირველი რეისია და წარმოუდგენლად მცირე მონაკვეთში გადავლახეთ საზღვარი მშვიდობით. გვინდა ყველას მადლობა გითხრათ”, – აცხადებს სალომე წაქაძე.