დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მარიუპოლში რუსული სამხედრო ძალების მიერ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება და წერს, რომ საზარელი დანაშაულებების გამო პუტინი პასუხს აგებს.
“ცოტა რამაა იმაზე მეტად ამორალური, ვიდრე დაუცველების მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი ავია თავდასხმებისგან დასაცავად უკრაინის მხარდაჭერის დამატებით საშუალებებს იკვლევს. საზარელი დანაშაულებების გამო პუტინს პასუხს ვაგებინებთ”, — წერს ბორის ჯონსონი.
