დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ემოციური და მგრძნობიარე თევზების, მთვარე კი, აქტიური და გონებამახვილი ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია ცდუნებას და ილუზიებს აყოლის, მოტყუების და შეცდომაში შეგნებულად შეყვანის, ჭორების და ინტრიგების, ძვირფასი ნივთის დაკარგვის და ქურდობის ალბათობა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას და უჰაერო სივრცეში დიდხანს გაჩერებას. არ ღირს ძილის წინ ზედმეტი ინფორმაციით გონების გადატვირთვა. გაუფთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, მხრებს და ხელებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ტოპაზი, აქვამარინი, გეაცინტი, ამაზონიტი, ბერილი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
