LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Starbucks-ი რუსეთში ოპერირებას აჩერებს: Reuters

ცნობილი კომპანია Starbucks რუსეთში ოპერირებას აჩერებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსული ბაზარი McDonald’s-მაც დატოვა.

რესტორანმა რუსეთის მასშტაბით 850 ობიექტი დროებით დახურა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიო სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მრავალი ცნობილი კომპანია შეუერთდა.