ცოტა ხნის წინ მარიუპოლში, ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიაროზე მომხდარ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერში” წერს, რომ ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.
ზელენსკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დახურონ ცა და შეაჩერონ ტერორიზმი:
“მარიუპოლი. რუსული ჯარების პირდაპირი იერიში სამშობიაროზე. ხალხი, ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! როდემდე იქნება ამის თანამონაწილე სამყარო, რომელიც ტერორს აიგნორებს? დახურთ ცა ახლავე! შეაჩერეთ მკვლელობები! თქვენ გაქვთ ძალა, მაგრამ, როგორც ჩანს, კარგავთ ადამიანობას”, – წერს ზელენსკი “ტვიტერში”.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ უკრაინულ მედიაში მარიუპოლის დაბომბილი ბავშვთა საავადმყოფოს კადრები გავრცელდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:
Mariupol. Direct strike of Russian troops at the maternity hospital. People, children are under the wreckage. Atrocity! How much longer will the world be an accomplice ignoring terror? Close the sky right now! Stop the killings! You have power but you seem to be losing humanity. pic.twitter.com/FoaNdbKH5k
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) March 9, 2022
