LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ ჩაასხამთ საწვავს “ლუკოილში”, ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ: მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი არ ჩაასხან. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა.

„მოვუწოდებ ყველა ჩვენს თანამემამულეს, ნუ ჩაასხამთ საწვავს “ლუკოილში”. ჩვენ ამით უკრაინისა და საქართველოს ოკუპანტებს ბავშვების მკვლელობაში ვახალისებთ. “ლუკოილში” შეუძლია ჩაასხას “ალტ-ინფოს” და ივანიშვილის ხელის ბიჭებს. ნამდვილი ქართველი, არ შეიძლება, რაიმე ფორმით ოკუპანტის მანქანის ნაწილი იყოს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.