რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გელა გურალია რუსეთში კონცერტების სერიას მართავს. ის სოციალურ ქსელში 8 მარტს გამართული კონცერტიდან ფოტოებს აქვეყნებს წარწერით „დიდებული ნოვგოროდი, მადლობა თბილი მიღებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კრემლის სასახლეში დაგეგმილი კონცერტი, სადაც ქართველ მუსიკოსებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, ხმაურის მიზეზი გახდა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე თამარ გვერდწითელმა და ქეთა თოფურიამ კონცერტში მონაწილეობა უარყვეს.
უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, ბევრმა მუსიკოსმა რუსეთი დატოვა.
რუსულმა არხებმა არტისტების შავი სია შეადგინეს – მუსიკოსების მონაწილეობით ყველა კლიპი აიკრძალა

