იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიამ უკრაინას თავდაცვითი აღჭურვილობა, მათ შორის ჯავშანჟილეტები, ჩაფხუტები, კარვები, ზამთრის ტანსაცმელი, მედიკამენტები და გენერატორები გაუგზავნა.
ამავე ცნობებით, ისინი მომავალშიც გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.
იაპონიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომს შემდეგ, ეს არის პირველი მოვლენა, როდესაც იაპონიამ უცხო ქვეყანას სამხედრო აღჭურვილობა გადასცა.
„მინდა იცოდეთ, რომ იაპონია უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევს უკრაინას“, – აღნიშნა ელჩმა.
