კიევში მცხოვრები მარუსია ნიკიტიუკი საინტერესო ამბავს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმის შესახებ, როგორ შევიდა ერთ-ერთ უკრაინულ სოფელში ოთხი რუსული ტანკი:
“ამბავი იმისა, თუ რა იდიოტები არიან რუსი ოკუპანტები.
შედის 4 ტანკი სუმის ოლქის პატარა სოფელში. სოფლის მცხოვრებლები უყურებენ შორიდან. გაუთავდათ საწვავი. ორი ტანკი წავიდა საწვავის მოსატანად. ორი დატოვეს მარტო, ეკიპაჟის გარეშე.
მივიდა სოფელი და ორ დარჩენილ ტანკს უკრაინული დროშები დაარჭო. მობრუნდა ოკუპანტის ორი ტანკი და ხედავს სოფელში ორ ტანკს უკრაინული დროშით. ეგონათ უკრაინის ჯარი და დასცხეს. გაანადგურეს თავისივე ტანკები. ხითხითებენ ადგილობრივები.
მიდის დარჩენილი ორი ტანკი სოფლის გზაზე. იქ ხიდია. ხიდი მხოლოდ მანქანებისთვის არის. ტანკები ხიდზე გადადიან. ჩატყდა ხიდი და ჩაეფლო ტანკი. გააგრძელა გზა მეოთხემ. იპოვა ორმო და იქ ჩავარდა. ეკიპაჟებმა მიატოვეს ტანკები და გაიქცნენ.
ერთმა პატარა სოფელმა გასროლის გარეშე დაიპყრო ოკუპანტის 4 ტანკი მხოლოდ ორი უკრაინული დროშით…“
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
