LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ჩვენ წაგვართვეს მომავალი, ოჯახი, მეგობრები“ – ,,კანის კინოფესტივალის” გამარჯვებულმა რუსმა რეჟისორმა ქვეყანა დატოვა

რუსმა რეჟისორმა კანტემირ ბალაგოვმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ ცნობილმა რეჟისორმა ინსტაგრამის საშუალებით განაცხადა. მან აეროპორტში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, როგორ ტოვებს რუსეთს საკუთარ ძაღლთან ერთად.

„ჩვენ დავტოვეთ რუსეთი. ძალიან ვწუხვარ, დაცარიელებული ვარ. ერთ წამში ჩვენ წაგვართვეს ჩვენი მომავალი. წაგვართვეს ცხოვრება, მეგობრები და ოჯახის წევრები. ჩემი გული უკრაინაშია და ასევე იმ ხალხთან რუსეთში, ვინც ამის წინააღმდეგ ღიად გამოდის“ – დაწერა რეჟისორმა.

კანტემირ ბალაგოვი საოცრად პოპულარული გახდა 2019 წელს გამოსული ფილმით „დილდა“, რომელმაც ,,კანის კინოფესტივალის” ორი პრიზი მიიღო.

,,კანის კინოფესტივალი” მსოფლიო ბოიკოტს უერთდება და რუსული დელეგაციის მიღებაზე უარს ამბობს 

ფოტო: აი ასე მიესალმა კრისტენ სტიუარტი ვლადიმერ პუტინს