LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისხდებიან კაფეში და სანამ ბომბი არ დაეცემა იმ კაფეს, არ დაიჯერებენ, რომ ეს მათაც შეიძლება დაემართოთ – ზელენსკი დასავლეთზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ითხოვს უკრაინის თავზე ცის დახურვას. ამის შესახებ მან საერთაშორისო ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, მზად არის პუტინს ისრაელში პირისპირ შეხვდეს

“ისინი ისხდებიან კაფეში და სანამ ბომბი არ დაეცემა კონკრეტულად იმ კაფეს არ დაიჯერებენ, რომ ეს მათაც შეიძლება დაემართოთ და იმ მომენტამდე ცას არავინ დაკეტავს. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროპამ და მსოფლიომ იგრძნოს ჩვენი ტკივილი, მაგრამ პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ ეს მანამ, სანამ ეს მოხდება.

შეგიძლიათ დახუროთ ცა ალტერნატიულად, ანუ უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებით”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპული უკრაინის სამხედროების რაოდენობა დაასახელა.

“ჩვენ, დაახლოებით, 1 300 დაღუპული სამხედრო გვყავს, მაშინ, როცა რუსეთს 12 ათასზე მეტი. არ ვარ ბედნიერი, რომ 12 ათასი მათგანი დაიღუპა”, — თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში.

“100%-ით ვიცით, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ 100%-ით არ ვიცით, ეს როდის მოხდება. ჩვენი დიპლომატები მუშაობენ და საუბრობენ დღის წესრიგის გარკვეულ დეტალებზე – ის, რაც შეიძლება ჩვენსა და რუსეთის ფედერაციას შორის მოხდეს. ვისურვებდი, რომ ეს რეალური იყოს, პრაქტიკაში და არა სიტყვებით – მოგვარების პროცესი, სამშვიდობო პროცესი, ომის დასრულების პროცესი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ომის გაგრძელების მომხრე რუსეთში მხოლოდ ორი ადამიანია – რას ამბობს უკრაინის დაზვერვა

მედია: FSB-ს მაღალჩინოსნები პუტინმა შინაპატიმრობაში გადაიყვანა – “როგორც სჩანს, მიხვდა რომ შეცდომაში შეიყვანეს”

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე