LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში დაჭრილი Fox News-ის ოპერატორი გარდაიცვალა

კიევთან დაჭრილი Fox News-ის ოპერატორი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

,,პიერი იყო ომის ზონის ფოტოგრაფი, რომელიც აშუქებდა Fox News-ის თითქმის ყველა საერთაშორისო ამბავს, ერაყიდან ავღანეთამდე და სირიამდე, ჩვენთან ხანგრძლივი მუშაობის დროს. მისი, როგორც ჟურნალისტის ნიჭი შეუდარებელი იყო”, – განაცხადა Fox News-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სიუზან სკოტმა.