“რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს, რათა მან ვერ დააფინანსოს ჩვენი შვილების მკვლელობა”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი, უკიდურესად მტკივნეული უნდა იყოს.
,,რუსეთთან ყოველგვარი ვაჭრობა უნდა შეწყდეს! რომ მათ ვეღარ დააფინანსონ ჩვენი შვილების მკვლელობა. უკრაინელებო, მთელი მსოფლიოს გარშემო! დაუკავშირდით პოლიტიკოსებს, ისაუბრეთ ჟურნალისტებთან, მოახდინეთ ზეწოლა ბიზნესზე, რომ დატოვონ რუსული ბაზარი, რათა მათი დოლარი და ევრო არ გადაიხადონ ჩვენს სისხლში. უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი, რუსეთისთვის უკიდურესად მტკივნეული უნდა იყოს. ეს ზეწოლა არის ყველა უკრაინელის ამოცანა შინ და მის ფარგლებს გარეთ, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობრებისა და პარტნიორის. მსოფლიოში, ყველამ მორალური პოზიცია უნდა დაიკავოს. არა მხოლოდ სახელმწიფოებმა, არამედ კომპანიებმაც”, – წერს ზელენსკი.
