LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე 2008 წელს

“ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან, ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე 2008 წელს,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპონენტების მხრიდან მიმდინარეობს სპეკულაციები, ქვეტექსტი კი ის არის, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვახსოვს რა მოხდა და რა მდგომარეობაში იყო ქვეყანა 2008 წელს. რამდენი დაღუპული ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. გვახსოვს ისიც, როგორ გარბოდნენ ეს კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გველაპარაკებიან. ერთმანეთს ასწრებდნენ წითელ ხიდზე. ხალხსა და საზოგადოებას არაფერი დავიწყებია. რაც არ უნდა სპეკულაციები აკეთონ, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.