LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში არ განლაგდება საჰაერო ან სახმელეთო ძალები – ეს ჩვენი მოკავშირეების ერთიანი პოზიციაა: იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ „უკრაინაში არ განლაგდება საჰაერო ან სახმელეთო ძალები“. მისი განმარტებით, ეს ერთიანი პოზიციაა.

„ნატოს წევრი სახელმწიფოები ერთიანები არიან ალიანსის პოზიციაში იმის შესახებ, რომ ის არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას. უკრაინაში არ განლაგდება საჰაერო ან სახმელეთო ძალები და ეს ჩვენი მოკავშირეების ერთიანი პოზიციაა“ , – განაცხადა გენმდივანმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა სამშაბათს უკვე განიხილეს ეს საკითხი და დასძინა, რომ ალიანსი ურყევია იმაში, რომ არ მოხდეს რუსეთთან ომის ესკალაცია.

„ჩვენ ვხედავთ ნგრევას, ადამიანურ განცდებს უკრაინაში, მაგრამ ეს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს, თუკი ნატო განახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ამას ფაქტობრივად, გადააქცევს სრულფასოვან ომად ნატოს და რუსეთს შორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.