LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი უკრაინაზე: მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან – ეს ხანგრძლივი და რთული ბრძოლა შეიძლება იყოს

“მინდა გულწრფელი ვიყო თქვენთან – ეს ხანგრძლივი და რთული ბრძოლა შეიძლება იყოს,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, გააგრძელებს რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლას.

მოვაწერე ხელი კანონს უკრაინისთვის ისტორიული 13,6 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ: ჯო ბაიდენი

კანონპროექტი უკრაინის და მეზობელი ქვეყნების მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

„უკრაინას შეიარაღებას მივცემთ, რათა იბრძოლოს და თავი დაიცვას ამ რთულ პერიოდში. ჩვენ განვაგრძობთ ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას უკრაინაში მცხოვრები ადამიანებისა და უკრაინიდან გაქცეული პირების მხარდასაჭერად. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინის ეკონომიკას პირდაპირი ფინანსური დახმარებით. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას პუტინის ეკონომიკაზე, რაც მას გლობალურ სცენაზე იზოლაციაში მოაქცევს. ეს არის ჩვენი მიზანი: ვაიძულოთ პუტინი ფასი გადაიხადოს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენს რუსეთში შესვლა აეკრძალა – მოსკოვმა აშშ-ის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე