უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის 23-ე დღეს, მოსკოვში, “ლუჟნიკის“ სტადიონზე გამართული გრანდიოზული კონცერტი დღეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.
რუსი პროპაგანდისტების მიერ გაკეთებული განცხადებების, პუტინი მიერ ბიბლიის ტექსტის ციტირებისა და მოულოდნელად, ქვეყნის ლიდერის მიმართვის შეწყვეტის გარდა, მსოფლიო მედიის ყურადღება პუტინის ჩაცმულობამაც მიიქცია.
იმ ქურთუკის ღირებულება, რომლითაც პუტინი სცენაზე გამოჩნდა, დაახლოებით 14 000 დოლარია.
Loro Piana-ს ქურთუკის ღირებულება ონლაინმაღაზიის მონაცემით, მილიონ-ნახევარ რუსულ რუბლამდეა.
ქურთუკი ბრენდის 2021/2022 წლების კოლექციიდანაა.
შეგახსენებთ, ბრენდი Loro Piana მხარს უკრაინას უჭერს, სოლიდარობის ნიშნად მან ქვეყნის დასახმარებლად 5 მილიონი ევროც გადარიცხა.
უკრაინული მედია: კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ჰაკერებმა პუტინი გათიშეს
