უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.
„რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია. ყველა განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“, – წერს პოდოლიაკი.
