LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა, თუ მზად ხართ, დაუყოვნებლივ მიგვიღეთ, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან

„ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მადლიერია იმ დახმარებისთვის, რომელსაც რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ნატო უწევს მის ქვეყანას.

ვოლოდიმირ ზელენსკი: „მზად ვარ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს შესაძლოა მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდეს”

“ჩვენ რომ NATO-ს წევრი ქვეყანა ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მსურს მივიღო ჩემი ქვეყნისა და ხალხის უსაფრთხოების გარანტიები.

თუ NATO-ს წევრები მზად არიან ჩვენს მისაღებად, დაუყოვნებლივ მიგვიღეთ, იმიტომ, რომ ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან.

თუ არ ხართ ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადასარჩენად მზად, თუ უბრალოდ გსურთ ორი სამყაროს შუაში ჩვენი დანახვა, მსგავს საეჭვო ვითარებაში, როდესაც ჩვენ არ გვესმის შეგიძლიათ თუ არა ჩვენი მიღება – ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში ნუ დაგვტოვებთ.

მე პირდაპირ ვთხოვე მათ ეთქვათ, რომ NATO ჩვენ 1-2-5 წელში მიგვიღებს, ან კონკრეტულად ეთქვათ უარი. და პასუხი ძალიან კონკრეტული იყო: თქვენ ვერ გახდებით NATO-ს წევრი, თუმცა ოფიციალურად კარი ღია დარჩება,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:  ომი უკრაინაში